Accentnews.ge
კრამატორსკში  რუსული ძალების მიერ რკინიგზის სადგურის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

კრამატორსკში  რუსული ძალების მიერ რკინიგზის სადგურის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

08/04/2022 08:10:03 მსოფლიო

უკრაინის დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ კრამატორსკში რუსული ძალების მიერ რკინიგზის სადგურის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, – იუწყება უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია.

მისი ცნობით, სადგურს 2 რაკეტა მოხვდა. კიევი ათობით დაღუპულისა და დაშავებულის შესახებ იუწყება. მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა დგინდება.

აღნიშნული სადგური ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა.

/ფოტო: კრამატორსკი, მატარებლის მოლოდინი, მშვიდობიანი მოქალაქეები. ავტორი: Anadolu Agency, 2022 წლის 6 აპრილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S