Accentnews.ge
ოკუპანტებს ბელარუსიდან უკრაინაში მოპარული მანქანები გაჰყავთ - მედია [ფოტო]

ოკუპანტებს ბელარუსიდან უკრაინაში მოპარული მანქანები გაჰყავთ - მედია [ფოტო]

08/04/2022 08:06:46 მსოფლიო

ბელარუსი ჟურნალისტის ანტონ მოტოლკოს ცნობით, რუსმა სამხედროებმა, რომლებიც მკვლელობების გარდა, ძარცვავდნენ უკრაინელების სახლებს, ბელარუსიდან უკრაინაში მოპარული მანქანების გაყვანა დაიწყეს. ამასთანმ მოპარული გრივენით ოქროსაც ყიდულობენ.

„დაკვირვებამ აჩვენა, რომ უკრაინელებისთვის მოპარული მანქანების ყველაზე დიდი რაოდენობა ბელარუსში 4-5 აპრილს შემოყვანეს – რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინის ტერიტორიიდან უკან დახევის შემდეგ. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე სატვირთო მანქანაც შემოიყვანეს უკრაინული კომპანიის "Гаврилівські курчата"–ს ლოტოთი“,– ამბობს ჟურნალისტი და ფოტოებს აქვეყნებს.

ჟურნალისტი მანამდეც იუწყებოდა, რომ ბელარუსის გზებზე შენიშნეს სამოქალაქო მანქანები სანომრე ნიშნების გარეშე და მარკირებით „V“.

Motolko.help-მა შეაგროვა მანქანების ფოტოები.

ამ მანქანებს შორის ბევრია Mitsubishi - 2018-2020 წლების გამოშვება.

3 აპრილს პროექტმა "Беларускі Гаюн" სათვალთვალო კამერით გადაღებული 3 საათზე მეტი ხანგრძლივობის ვიდეო. ვიდეოზე ჩანს ოკუპანტების სახეები, რომლებსაც მოპარული ნივთები გადააქვთ ბელარუსში. 4 აპრილს ბელარუსმა ჟურნალისტებმა მოახერხეს ამ პირთა იდენტიფიცირება მათი ტელეფონის ნომრების, სამხედრო ნაწილების და საცხოვრებელი ქალაქების ჩათვლით.

დამპყრობლებისგან განთავისუფლებული ირპენის მერის ალექსანდრე მარკუშინის თქმით, ოკუპანტებმა ქალაქიდან ყველაფერი გაიტანეს - სარეცხი მანქანებისა და საცვლების ჩათვლით. იგივე განცხადება გააკეთა ინფრაქტრუქტურის მინისტრმა ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ჩერნობილის ატომურ სადგურთან დაკავშირებითაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S