დეგტიარევი : „ჟირინოვსკი სიკვდილამდე მხურვალედ უჭერდა მხარს უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციას“
08/04/2022 07:26:04 მსოფლიო
ხაბაროვსკის გუბერნატორის მიხაილ დეგტიარევი ირწმუნება, რომ რუსმა პოლიტიკოსმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ გარდაცვალებამდე "მხურვალედ დაუჭერა მხარი" რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე.
„ბოლო საუბარი შედგა ტელეფონით თებერვლის ბოლოს, უკვე საავადმყოფოში იყო. ძალიან გვქონდა იმედი, რომ გამოჯანმრთელდებოდა. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაზე. მან სპეცოპერაციას მხარი მხურვალედ დაუჭირა, რადგან ზოგადად, „რუსული სამყაროს“ იდეოლოგი იყო“,– ციტირებს გუბერნატორს რუსული მედია.
ჯერ კიდევ 25 მარტს რუსეთში სენატორებმა განაცხადეს, რომ ჟირინოვსკი გარდაიცვალა, თუმცა შემდეგ წაშალეს შეტყობინება.
6 აპრილს ოფიციალურად გამოცხადდა ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ.


