უკრაინის ელჩმა რომის პაპთან კიევში ვიზიტის საკითხი განიხილა
08/04/2022 07:13:47 მსოფლიო
უკრაინის ელჩმა ვატიკანში რწმუნებათა სიგელის გადაცემისას რომის პაპთან უკრაინაში ვიზიტის აუცილებლობაზე ისაუბრა,– ამის შესახებ ანდრეი იურაშმა „როიტერს“ განუცხადა.
იურაშის თქმით, უკრაინა მოელის, რომ რუსეთი შეაჩერებს საომარ მოქმედებებს კიევში რომის პაპის შესაძლო ვიზიტის დროს.
„ჩვენ ბევრი რამ განვიხილეთ, უპირველეს ყოვლისა, უწმინდესის შესაძლო ვიზიტი უკრაინაში. ბევრი არგუმენტი მოვიყვანე, თუ რატომ უნდა განხორციელდეს ეს ვიზიტი რაც შეიძლება მალე და ამ პირობებში“, - განაცხადა იურაშმა.
ფრენცისკმა ჟურნალისტებს მალტაში ვიზიტის დროს განუცხადა, რომ განიხილავს კიევში მოგზაურობას მშვიდობის მოწოდების მიზნით.
რომის პაპის თქმით, ეს საკითხი "მაგიდაზეა".
„თუ რუსეთი გაიგებს, რომ რომის პაპი უკრაინაში წავა, ის აუცილებლად შეწყვეტს ცენტრალური და ჩრდილოეთი ნაწილების დაბომბვას“, - განაცხადა იურაშმა.
მან თქვა, რომ ვატიკანში შეხვედრები დატოვა, განცდით, რომ „მოგზაურობის ძალიან დიდი შინაგანი სულიერი სურვილია“, მაგრამ ჯერ–ჯერობით, ვალდებულებების გარეშე.
მისი თქმით, რუსეთი ვატიკანზე ზეწოლას ახორციელებს, რომ პაპი უკრაინაში არ ჩავიდეს.
„ყველასთვის და მათ შორის პაპისთვის უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ვიზიტზე დადებითი პასუხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარების კონტექსტში“,– დასძინა ელჩმა.


