
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში მატარებლით გაემგზავრა
08/04/2022 07:01:37 ევროპა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში მიემგზავრება,– ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს და მატარებელთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„ველი შეხვედრას კიევში“ – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მსგავსი ფოტო გამოაქვეყნა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა, რომელიც კიევს ფონ დერ ლაიენთან ერთად ესტუმრება.
გარდა ამისა, ფოტოზე ასახულია სლოვაკეთის პრემიერი, რომლის ვიზიტის შესახებ ინფორმაციაც მანამდე გავრცელდა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ უკრაინაში ევროკავშირის ელჩთან მათი მაასიკასთან განიხილა ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის კიევში დაგეგმილი ვიზიტი.