
ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუზრდის
08/04/2022 06:11:21 ევროპა
ევროკავშირი მზად არის, უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონი ევროთი გაზარდოს. ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წერს.
მისი თქმით, ევროკავშირი ძალიან მალე დაამტკიცებს უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფას.
შედეგად, ევროკავშირის მიერ უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარება 1,5 მილიარდ ევროს მიაღწევს.