თელ-ავივის ცენტრში თავდასხმა მოხდა, არის მსხვერპლი
08/04/2022 05:59:54 მსოფლიო
თელ-ავივის ცენტრში სროლის ხმა ისმოდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა 10-15 ადამიანი, სულ მცირე 4 მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 2 გარდაიცვალა.
თავდასხმა დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე მოხდა.
პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, უსაფრთხოება თელ-ავივში მაქსიმალურად არის გაძლიერებული.
მედიის ცნობით, ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა თელ-ავივში მომხდარი ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულის ლიკვიდაცია მოახდინეს. ის 28 წლის პალესტინელი აღმოჩნდა. სამართალდამცავებმა ბოროტმოქმედის პოვნა 8 აპრილს დილით, თელ-ავივის სამხრეთში შეძლეს.


