Accentnews.ge
ზელენსკიმ დიპლომატიურ მისიებსა და საელჩოებს კიევში დაბრუნებისკენ მოუწოდა

ზელენსკიმ დიპლომატიურ მისიებსა და საელჩოებს კიევში დაბრუნებისკენ მოუწოდა

08/04/2022 05:51:59 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიპლომატიურ მისიებსა და საელჩოებს კიევში დაბრუნებისკენ მოუწოდა და მადლობა გადაუხადა თურქეთსა და ლიეტუვას, რომ უკვე გადადგეს ეს ნაბიჯი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა თავის ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"საელჩოები ბრუნდებიან კიევში. ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თუნდაც სიმბოლოებისა და დიპლომატიური ჟესტების დონეზე. გთხოვთ, დაბრუნდით, ვინც მამაცი ხართ, გთხოვთ დაბრუნდით ჩვენს დედაქალაქში და განაგრძეთ მუშაობა", - თქვა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ეს არის "სიგნალი რუსეთისთვის, რომ კიევი ჩვენია, ეს არის დედაქალაქი და არა რუსეთის პრივინცია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S