Accentnews.ge
აშშ-ის სენატმა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი

აშშ-ის სენატმა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი

08/04/2022 05:45:53 მსოფლიო

აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთიდან ნებისმიერი ენერგომატარებლის იმპორტს კრძალავს.

აშშ-ის სენატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, კენჭისყრა ერთსულოვანი იყო: დოკუმენტს ორივე პარტიის 100-ვე სენატორი მიემხრო.

მანამდე სენატორებმა რუსეთსა და ბელარუსს სავაჭრო სფეროში დახმარების მიმღები ქვეყნების სტატუსი ჩამოართვეს.

ამასთან კანონპროექტს ხელახლა შემოაქვს ე.წ „მაგნიტსკის კანონით“ ადრე დაწესებული სანქციები - მოსკოვის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ. „მაგნიტსკის სიაში“ აშშ-ს წლებია შეყვანილი ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და მისი გარემოცვის ათეულობით წარმომადგენელი ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევებისთვის.

კონგრესის მიერ დამტკიცებული დოკუმენტით გათვალისწინებულ ზომებს შორისაა ვიზების გაცემის აკრძალვა და ქონების დაყადაღება რუსეთის მოქალაქეებისთვის.

დოკუმენტი ძალაში შევა მას შემდეგ რაც მას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს ხელს.

უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსეთის არმიის ნამოქმედარის საპასუხოდ ევროკავშირმა აშშ-მა რუსეთის მიმართ სანქციები გაამკაცრეს. რუსეთი უარყოფს ყველა ბრალდებას. საერთაშორი მედია აქვეყნებს ახალ სამხილებს ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლების ხოცვა- ჟლეტასთან რუსი სამხედრობის კავშირის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S