"უკრაინელების გამბედაობის 10% მსოფლიოში ყველას რომ ჰქონოდა, ხალხის თავისუფლებას საფრთხე არ დაემუქრებოდა"
07/04/2022 20:23:09 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელების გამბედაობის 10% მსოფლიოში ყველას რომ ჰქონოდა, ხალხის თავისუფლებას საფრთხე არ დაემუქრებოდა.
"მსოფლიოში ყველას რომ ჰქონოდა იმ გამბედაობის 10%, რაც ჩვენ, უკრაინელებს გვაქვს, საერთაშორისო სამართალსა და ხალხის თავისუფლებას საფრთხე არ დაემუქრებოდა. გავავრცელოთ ჩვენი სიმამაცე, დავიწყოთ სპეციალური გლობალური კამპანია", - აცხადებს ზელენსკი.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინის ხელისუფლების, ნატო–სა და აშშ–ის განცხადებით, მოსკოვი ამჟამად დონბასის ასაღებად ემზადება.


