Accentnews.ge
პესკოვი აღიარებს, რომ უკრაინაში რუსული ჯარის "მნიშვნელოვანი" დანაკარგებია

პესკოვი აღიარებს, რომ უკრაინაში რუსული ჯარის "მნიშვნელოვანი" დანაკარგებია

07/04/2022 18:07:04 მსოფლიო

კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა მისი ჯარების მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა უკრაინაში, რაც "უდიდესი ტრაგედიაა" ქვეყნისთვის.

"ჩვენ გვაქვს ჯარების მნიშვნელოვანი დანაკარგი და ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა", - განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ რუსეთის გასვლის მიზეზი კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან იყო "კეთილი ნების აქტი უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დროს".

"რუსეთმა ეს გააკეთა, რათა მოეხსნა დაძაბულობა ამ რეგიონებიდან და ეჩვენებინა, რომ რუსეთი ნამდვილად მზადაა, შექმნას კომფორტული პირობები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად", – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინის ხელისუფლების, ნატო–სა და აშშ–ის განცხადებით, მოსკოვი ამჟამად დონბასის ასაღებად ემზადება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S