Accentnews.ge
მიშუსტინი:"დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე რთული ვითარება შეიქმნა"

მიშუსტინი:"დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე რთული ვითარება შეიქმნა"

07/04/2022 17:20:46 მსოფლიო

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების გამო რუსეთში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე რთული ვითარება შეიქმნა, თუმცა დასძინა, რომ დასავლეთის მცდელობა, რუსეთის იზოლირება მოხდეს გლობალური ეკონომიკიდან, უშედეგო იქნება.

მისი თქმით, ვითარებამ ბიზნესს შეუქმნა ახალი შესაძლებლობები, რადგან უცხოური კომპანიები, რომლებიც რუსეთს ტოვებენ, სხვებისთვის ქმნიან სივრცეს.

დასავლეთის ქვეყნები სულ უფრო მეტად აფართოებენ და ამკაცრებენ ეკონომიკურ სანქციებს, რათა მოსკოვი აიძულონ, დაასრულოს ომი უკრაინაში და გაიყვანოს თავისი ძალები.

რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინის ხელისუფლების, ნატო–სა და აშშ–ის განცხადებით, მოსკოვი ამჟამად დონბასის ასაღებად ემზადება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S