Accentnews.ge
სოციალურ ქსელში განთავსებული "უხამსი" ინფორმაციის გამო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი დაიბარა

სოციალურ ქსელში განთავსებული "უხამსი" ინფორმაციის გამო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი დაიბარა

07/04/2022 17:15:27 მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა დაიბარა რუსეთის ელჩი პარიზში სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოქვეყნებული "უხამსი" პოსტის გამო, რომელიც უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას ინსცენირებულად მოიხსენიებდა.

"ბუჩაში მომხდარი სისასტიკის შესახებ საფრანგეთში რუსეთის საელჩოს მიერ განხორციელებული უხამსი და პროვოკაციული კომუნიკაციის გამო გადავწყვიტე დამებარებინა რუსეთის ელჩი", - აცხადებს დრიანი.

რუსული ძალების გასვლის შემდეგ უკრაინის ქალაქ ბუჩაში, ქუჩაში ათობით ცხედარი იპოვეს. პარიზში რუსეთის საელჩომ 6 აპრილს გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც, მისი თქმით, ასახავს ქალაქის ქუჩებში გვამების განთავსებას და ფოტოს აქვს წარწერა: "გადასაღები მოედანი, ქალაქი ბუჩა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S