"ვაშინგტონს ვერაფერი შეუშლის ხელს, უკრაინას გაუგზავნოს იარაღი, რომელიც მას რუსეთთან ბრძოლაში სჭირდება"
07/04/2022 17:09:52 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონს ვერაფერი შეუშლის ხელს, უკრაინას გაუგზავნოს ის იარაღი, რომელიც მას რუსეთთან ბრძოლაში სჭირდება.
მისი თქმით, აშშ განიხილავს რა დამატებითი ტიპის იარაღის გაგზავნა შეუძლია უკრაინისთვის.
"უკრაინის გვერდით დგომის ნება ახლა ყველაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე", – განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს სურს თუ არა უკრაინასთან რეალურ დიპლომატიაში ჩართვა.
ცნობისთვის: უკრაინამ ნატო–ს ტანკებისა და თვითმფრინავების მიწოდების თხოვნით კვლავ მიმართა. რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინის ხელისუფლების, ნატო–სა და აშშ–ის განცხადებით, მოსკოვი ამჟამად დონბასის ასაღებად ემზადება.


