Accentnews.ge
აშშ-მა რუსეთსა და ბელარუსს პრიორიტეტული სავაჭრო პარტნიორის სტატუსი მოუხსნა

აშშ-მა რუსეთსა და ბელარუსს პრიორიტეტული სავაჭრო პარტნიორის სტატუსი მოუხსნა

07/04/2022 16:20:59 მსოფლიო

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსს, უკრაინაში წარმოებული ომის გამო, პრიორიტეტული სავაჭრო პარტნიორის სტატუსს უხსნის.

კონგრესის ზედა პალატის 100 წევრიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ასივე სენატორმა, რომლებმაც შეთავაზებულ ინიციატივას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

სენატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაიგზავნება კონგრესის ქვედა პალატაში და წარმომადგენელთა პალატის წევრები მას კენჭს დღეს, მოგვიანებით უყრიან, რის შემდეგაც კანონპროექტი თეთრ სახლში გადაინაცვლებს და მას კანონად ჯო ბაიდენის ხელმოწერა აქცევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S