გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთს წევრობა შეუჩერდა
07/04/2022 16:14:25 მსოფლიო
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების შესახებ რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტს მხარი 93 –მა ქვეყანამ დაუჭირა, ხოლო 24 –მა მხარი არ დაუჭირა
რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის იყო საქართველო.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას, არიან: ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, ირანი, ყირგიზეთი, ბოლივია.
კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა გაერო–ს 58 წევრმა სახელმწიფომ.


