Accentnews.ge
ლავროვი - უკრაინაზე: "სტამბოლში გაჟღერებული პოზიციებიდან გადახვევა იკვეთება"

ლავროვი - უკრაინაზე: "სტამბოლში გაჟღერებული პოზიციებიდან გადახვევა იკვეთება"

07/04/2022 15:42:31 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ ხელი მოაწერა სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მიღებულ დოკუმენტს, თუმცა შეთანხმების ახალ პროექტში, რომელიც კიევმა გუშინ წარადგინა, "ადრე შეთანხმებული პოზიციებისგან გადახვევა იკვეთება".

"გუშინ, უკრაინულმა მხარემ, მოლაპარაკებების ჯგუფს შეთანხმებების თავისი პროექტი წარუდგინა, რომელშიც სტამბოლში გაჟღერებული პოზიციებიდან გადახვევა იკვეთება. მითუმეტეს იმ დოკუმენტიდან გადახვევა, რომელზე უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას ხელმოწერაა. შეგახსენებთ, სტამბოლში უკრაინელებმა დაადასტურეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ყირიმსა სად სევასტოპოლზე არ გავრცელდებოდა. გუშინდელ პროექტში კი ეს ფაქტი გამოტოვებულია და საუბარია რაღაც ეფექტურ კონტროლზე, რომელიც 23 თებერვლამდე არსებულ პოზიციებს უკავშირდება, ამასთან უკრაინელები დონბასისა და ყირიმის პრობლემების პრეზიდენტების დონზე გამართულ შეხვედრაზე გატანას ითხოვენ, ყველას გვახსოვს პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვები, რომ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შედგეს", -აცხადებს ლავროვი.

მოგვიანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ სერგეი ლავროვი უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლას ცდილობს.

"მიუხედავად მისი განცხადებებისა, მზად ვარ შევხვდე, თუ ეს ომის და ხალხის ხოცვის შეჩერებაში დაგვეხმარება", – განაცხადა კულებამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S