სტოლტენბერგი – სავარაუდოდ, რუსი სამხედრო ტყვეების დახოცვაზე: "ნებისმიერი სამხედრო დანაშაული ყოველთვის მიუღებელია"
07/04/2022 15:05:59 მსოფლიო
ნატო–ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნებისმიერი სამხედრო დანაშაული ყოველთვის მიუღებელია.
სტოლტენბერგს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, სოციალურ ქსელებში 4 აპრილს გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, რომ სავარაუდოდ, უკრაინელმა სამხედროებმა სავარაუდოდ, ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცები დახოცეს. ნატო–ს გენმდივანმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ შემდეგი განაცხადა:
"არ მინიხავს ეს ვიდეო. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი ცნობა საერთაშორისო სამართლის სავარაუდო დარღვევის შესახებ უნდა იქნას გამოძიებული და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი დარღვევა და ნებისმიერი სამხედრო დანაშაული ყოველთვის მიუღებელია".


