Accentnews.ge
მედია – კანადა უცხოელებისთვის სახლის მიყიდვის აკრძალვას 2 წლით გეგმავს

მედია – კანადა უცხოელებისთვის სახლის მიყიდვის აკრძალვას 2 წლით გეგმავს

07/04/2022 15:08:10 მსოფლიო

კანადა უცხოელებისთვის სახლის მიყიდვის აკრძალვას 2 წლით გეგმავს, – იუწყება Bloomberg. მიზეზად უძრავ ქონებაზე ფასების დასარეგულირება სახელდება.

კანადაში სახლების ფასები ბოლო ორი წლის განმავლობაში 50%-ზე მეტით გაიზარდა. 2019 წლის იანვარში ბინის საორიენტაციო ფასი 426 500 აშშ დოლარი იყო, ხოლო 2022 წლის თებერვალში — 693 000 აშშ დოლარი.

Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აკრძალვა არ შეეხება იმ სტუდენტებს, უცხოეთის მოქალაქეებსა და უცხოელ დასაქმებულებს, ვისაც კანადის მუდმივი რეზიდენტის სტატუსი აქვთ.

გამოცემის ცნობით, ფინანსთა მინისტრის ბიუჯეტში რამდენიმე მილიარდი დოლარი გამოიყოფა ხელმისაწვდომი საცხოვრებლების ასაშენებლად და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების დასახმარებლად, რათა დაჩქარდეს ახალი მშენებლობები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S