"ვიდრე ომი მიმდინარეობს, მისი უკრაინის მიღმა ესკალაციის რისკი მუდმივად იქნება"
07/04/2022 14:27:48 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, "ვიდრე ომი მიმდინარეობს, მისი უკრაინის მიღმა ესკალაციის რისკი მუდმივად იქნება".
"თუ ომი გაგრძელდება, მაშინ რისკი უპირველეს ყოვლისა, უკრაინელი ხალხისთვისაა, რომლებიც უფრო მეტად დაზარალდებიან, ვიხილავთ მეტ ზიანს, მეტ მსხვერპლს და მეტ ნგრევას. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიდრე ომი მიმდინარეობს, მისი უკრაინის მიღმა ესკალაციის რისკი მუდმივად იქნება. სწორედ ამაზეა ორიენტირებული ნატო, რომ თავიდან აიცილოს ეს ესკალაცია", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ომის დასრულების უმარტივესი გზაა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკან გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და ჩაერთოს სერიოზულ დიპლომატიურ ძალისხმევაში გამოსავლების მოსაძებნად, მაგრამ არ გვაქვს იმის ნიშნები, რომ მან შეცვალა განზრახვა.
"რასაც ჩვენ ვხედავთ არის რუსეთის გადაჯგუფება და მათი ძალების გადაადგილება ჩრდილოეთ უკრაინიდან, ამავე დროს ამ ძალების გადაადგილება აღმოსავლეთში და ჩვენ ველოდებით დიდ ბრძოლას დონბასში. ეს არის მიზეზი იმისა, რომ მოკავშირეებმა ასევე ხაზი გაუსვეს დღეს უკრაინის მეტი მხარდაჭერის აუცილებლობას. ამიტომაც მოკავშირეები დიდ ხარჯებს აკისრებენ პრეზიდენტ პუტინს და რუსეთს. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ მზად ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს ომი შეიძლება გაგრძელდეს კვირების, მაგრამ ასევე თვეების და შესაძლოა წლების განმავლობაშიც. ამიტომ, ჩვენ კიდევ ბევრისთვის უნდა მოვემზადოთ“ , - განაცხადა სტოლტენბერგმა.


