Accentnews.ge
"ნატო–ს წევრები შეთანხმდნენ, გააძლიერონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა"

"ნატო–ს წევრები შეთანხმდნენ, გააძლიერონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა"

07/04/2022 14:15:21 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა. თუმცა მან კვლავინდებურად შეიკავა თავი იმ შეიარაღებაზე საუბრისგან, რის მიწოდებასაც გეგმავენ მოკავშირეები უკრაინისთვის.

"მე მესმის, რომ თქვენ გაქვთ კითხვები კონკრეტული ტიპის იარაღთან დაკავშირებით. ამავდროულად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ხშირად სჯობს არ დავაკონკრეტოთ რა ტიპის სისტემების შესახებ არის საუბარი. დარწმუნებული იყავით, რომ მოკავშირეები უზრუნველყოფენ უკრაინისთვის სხვადასხვა სისტემის მიწოდებას", – განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მოკავშირეებმა იმსჯელეს, როგორ დაეხმარონ უკრაინას კიბერ–უსაფრთხოებისა და აღჭურვილობის მიწოდების კუთხით, რათა უკრაინამ შეძლოს დაიცვას თავი ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეებისგან.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინის ხელისუფლების, ნატო–სა და აშშ–ის განცხადებით, მოსკოვი ამჟამად დონბასის ასაღებად ემზადება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S