Accentnews.ge
კულება – ნატო–ს: "ან თქვენ ახლა დაგვეხმარებით და მე ვსაუბრობ დღეებზე და არა კვირებზე, ან ბევრი ადამიანი დაიღუპება, რადგან დახმარება დაგვიანდება"

კულება – ნატო–ს: "ან თქვენ ახლა დაგვეხმარებით და მე ვსაუბრობ დღეებზე და არა კვირებზე, ან ბევრი ადამიანი დაიღუპება, რადგან დახმარება დაგვიანდება"

07/04/2022 13:43:57 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნატო–ს მოუწოდებს, მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარება უკრაიანს რუსული ძალების შეჩერებაში.

„ან თქვენ ახლა დაგვეხმარებით და მე ვსაუბრობ დღეებზე და არა კვირებზე, ან თქვენი დახმარება დაგვიანდება და ბევრი ადამიანი დაიღუპება, ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგავს სახლს, ბევრი სოფელი განადგურდება", – განაცხადა კულებამ.

ამასთან, მან დასავლეთს მოუწოდა, რომ სანქციები შეეხოს რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტსაც:

"დასავლური ქვეყნები, რომლებიც აგრძელებენ რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვას, "ერთი ხელით უკრაინას უჭერენ მხარს, მეორეთი - რუსეთის ომის მანქანას".

”იმისთვის, რომ ახალი ბუჩას ავიცილოთ თავიდან, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ომის დასასრულებლად", დასძინა კულებამ.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინის ხელისუფლების, ნატო–სა და აშშ–ის განცხადებით, მოსკოვი ამჟამად დონბასის ასაღებად ემზადება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S