"დონბასზე რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის მასშტაბები ნატო–ს მოკავშირეებს მეორე მსოფლიო ომს შეახსენებს"
07/04/2022 13:40:20 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიუსელში ნატო–ს დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დონბასზე რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის მასშტაბები ალიანსის მოკავშირეებს მეორე მსოფლიო ომს შეახსენებს.
„ან თქვენ დაგვეხმარებით ახლა - და მე ვსაუბრობ დღეებზე და არა კვირებზე - ან თქვენი დახმარება ძალიან გვიან მოვა და ბევრი ადამიანი დაიღუპება“, - განაცხადა კულებამ.
მან კიდვ ერთხელ მოუწოდა ნატო–ს მოკავშირეებს, მიაწოდონ, მათ შორის ტანკები და თვითმფრინავები უკრაინას.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინის ხელისუფლების, ნატო–სა და აშშ–ის განცხადებით, მოსკოვი ამჟამად დონბასის ასაღებად ემზადება.


