Accentnews.ge
„დიდი შვიდეული“: "უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სისასტიკეს"

„დიდი შვიდეული“: "უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სისასტიკეს"

07/04/2022 12:29:14 მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინაში რუსული ძალების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულები დაგმეს.

„ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სისასტიკეს. სამოქალაქო პირების დაღუპვის, წამების მსხვერპლთა და სიკვდილით დასჯის ამსახველი შემზარავი კადრები, ასევე სექსუალური ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ ცნობები აჩვენებს რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის ნამდვილ სახეს უკრაინისა და მისი მოსახლეობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ მინისტრები აცხადებენ, რომ მზად არიან, უკრაინას დამატებითი დახმარება გაუწიონ, მათ შორის სამხედრო ტექნიკისა და ფინანსური მხარდაჭერის კუთხით. მათივე თქმით, რუსეთი უნდა გარიცხონ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S