Accentnews.ge
ავსტრალია უკრაინას Bushmaster-ის ტიპის ჯავშანმანქანებს გადასცემს

ავსტრალია უკრაინას Bushmaster-ის ტიპის ჯავშანმანქანებს გადასცემს

07/04/2022 10:44:55 მსოფლიო

ავსტრალია უკრაინას Bushmaster-ის ტიპის ჯავშანმანქანებს გადასცემს. ამის შესახებ დღეს ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარის პეინმა ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ავსტრალიამ უკრაინას უკვე მიაწოდა ლეტალური და არალეტალური იარაღი და ამჟამად კიევში გასაგზავნად Bushmaster-ის ტიპის ჯავშანმანქანებს ამხადებს.

"ისინი უკრაინაში, რაც შეიძლება მალე გაიგზავნება“, - განაცხადა პეინმა.

Bushmaster ავსტრალიური წარმოების საბრძოლო ჯავშანმანქანაა. 31 მარტს ავსტრალიის პარლამენტისადმი მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიას მეტი სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის Bushmaster-ის ჯავშანტექნიკის მიწოდება სთხოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S