ლუკაშენკო მოითხოვს, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ბელარუსიც ჩაერთოს
07/04/2022 10:42:14 მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მოითხოვს, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მინსკიც ჩაერთოს. ამის შესახებ მან უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
"უბრალოდ მინდა, პირველ რიგში, მოგახსენოთ ჩვენი პოზიცია, რომელიც მიწოდებულია საგარეო საქმეთა მინისტრისთვის და დავალებულია სამინისტრო, ის აღასრულოს. არ შეიძლება [რუსეთ-უკრაინის] მოლაპარაკებები ბელარუსის მონაწილეობის გარეშე. ვინაიდან ჩაგვრთეთ ამაში, პირველ რიგში, დასავლურმა ქვეყნებმა, მოლაპარაკებებზე, ბუნებრივია, უნდა გაჟღერდეს ბელარუსის პოზიცია", - განაცხადა ლუკაშენკომ.
დასავლური ქვეყნები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთი ბელარუსს პლაცდარმად იყენებს. ლუკაშენკო უკრაინაში შეჭრას ამართლებს და რუსეთის პოზიციას იზიარებს. ომის დაწყების გამო რუსეთის გარდა, სანქციები ბელარუსსაც დაუწესდა.


