Accentnews.ge
„რუსეთმა ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევაზე მიმართა, მაგრამ პრობლემები აქვს“– ბრიტანული დაზვერვა

„რუსეთმა ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევაზე მიმართა, მაგრამ პრობლემები აქვს“– ბრიტანული დაზვერვა

07/04/2022 09:36:25 ევროპა, მსოფლიო

ბრიტანული თავდაცვის დაზვერვა თვლის, რომ რუსეთის არმიამ თავისი ძალისხმევა მიმართა აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევაზე, მაგრამ პრობლემები აქვს მარაგისა და პერსონალის ნაკლებობის გამო.

როგორც 7 აპრილის მიმოხილვაში ვკითხულობთ, უკრაინის აღმოსავლეთში შეტევითი ოპერაციების განვითარება რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი საქმიანობაა: რუსული არტილერია და ავიაცია აგრძელებს იერიშებს დონბასში, სადემარკაციო ხაზზე.

„რუსეთის დარტყმები უკრაინის შიდა ინფრასტრუქტურაზე სავარაუდოდ, მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მარაგის შევსების შესაძლებლობის შემცირებას და უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას.

დონბასში ოპერაციების მხარდასაჭერად ლოჯისტიკური ძალებისა და აქტივების გადამისამართების მიუხედავად, რუსული ძალები კვლავაც განიცდიან დაბალი დემორალიზების პრობლემებს და მარაგებისა და პერსონალის დეფიციტს“,– ვკითხულობთ მიმოხილვაში.

უკრაინის გენშტაბმა დღეს რუსეთის დანაკარგებზე განახლებული ცნობები გამოაქვეყნა: პირადი შემადგენლობა – 18 900 ადამიანი, ტანკი - 698,საბრძოლო ჯავშანმანქანა -1891,საარტილერიო სისტემა - 332,ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა -108,ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა -55,თვითმფრინავი - 150,ვერტმფრენი -135,საავტომობილო ტექნიკა - 1358,გემი და კატერი - 7,საწვავ- საპოხი მასალის ცისტერნა - 76,უპილოტო საფრენი აპარატი - 111,სპეციალური ტექნიკა - 25,სარაკეტო კომპლექსი - 4.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S