Accentnews.ge
აშშ–ის სენატმა უკრაინის დახმარების პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ჰიტლერის წინააღმდეგ გამოიყენეს

აშშ–ის სენატმა უკრაინის დახმარების პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ჰიტლერის წინააღმდეგ გამოიყენეს

07/04/2022 09:05:05 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად მიიღო კანონი, რომლის მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის წინააღმდეგ გამოიყენეს. სენატორებმა "ლენდ-ლიზის (სესხება-იჯარა)" წინადადებას მხარი აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირეს.

აღსანიშნავია, რომ აქტის ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ უკრაინის გარდა ამგვარი პირობებით სამხედრო იარაღისა და მასალების გადაცემას იმ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც შეძლებს, რომლებშიც რუსეთის ფედერაციის შეჭრის საფრთხე არსებობს.

„პრეზიდენტს შეუძლია აშშ-ის ხელისუფლებას ნება დართოს, რომ ასესხოს ან იჯარით გადასცეს თავდაცვის საშუალებები უკრაინის ხელისუფლებას ან სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ვიზეც რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრა გავლენას ახდენს, რათა ამ ქვეყნებს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდასა და მათი სამოქალაქო მოსახლეობის რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მხრიდან პოტენციური შეჭრისგან ან მიმდინარე აგრესიისგან დაცვაში დაეხმაროს“, - წერია სენატის მიღებულ "ლენდ-ლიზის" აქტში.

"უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით" აშშ შეძლებს, აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს. ამ აქტით აშშ-ს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა დე ფაქტო საჩუქრად შეუძლიათ, მიმღები ქვეყნის მხრიდან მომავალში აშშ-ისთვის დაბრუნების პირობით.

"ლენდ-ლიზის" პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S