ორი უმდიდრესი რუსი ოლიგარქი სანქციების სიაში პირველად მოხვდა
07/04/2022 08:49:46 მსოფლიო
ორი უმდიდრესი რუსი ბიზნესმენი პირველად მოხვდა სანქციების სიაში. საუბარია ვლადიმერ პოტანინსა და ლეონიდ მიხელსონზე.
მათ წინააღმდეგ სანქციები, განსხვავებით აშშ–სა და ევროკავშირისგან, კანადამ შემოიღო,– Bloomberg.
აქამდე ისინი დასავლეთის ქვეყნების სანქციების სიაში არ ყოფილან. ზოგიერთი ექსპერტი ამას ოლიგარქების როლს უკავშირებს მსხვილ ფოლადის და ენერგეტიკულ კომპანიებში.
პოტანინი, რომლის ქონებაც 27,1 მილიარდი დოლარს შეადგენს, რუსეთში ყველაზე მდიდარი ადამიანია. ის არის Norilsk Nickel Corporation-ის პრეზიდენტი, რომელიც პასუხისმგებელია მსოფლიო პალადიუმის მიწოდების 40%-ზე და დამუშავებული ნიკელის 10%-ზე. ის ასევე ფლობს წილს რუსულ კომპანია Petrovax Pharm-ში.
მიხელსონი რუსეთში მეორე ადგილზეა უმდიდრესთა სიაში 24,7 მილიარდი დოლარით. მილიარდერი არის რუსეთის უმსხვილესი კერძო გაზის კომპანიის Novatek-ის აღმასრულებელი დირექტორი და აქციონერი.
კანადამ სანქციების სიაში ორი მილიარდერი დაამატა ვიქტორ ვექსელბერგთან, კირილ შამალოვთან, დიმიტრი პუმპიანსკისთან და ვადიმ მოშკოვიჩთან ერთად.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთის უმდიდრეს ადამიანთა ნახევარი ჯერ არ დაქვემდებარებია შეზღუდვებს ევროკავშირის, აშშ-ს ან ბრიტანეთის მხრიდან.


