რუსული ავიაციის ნაწილი ბელარუსიიდან რუსეთის ბრიანსკის რეგიონში გადავიდა [ფოტო]
07/04/2022 08:17:50 მსოფლიო
რუსული შვეულმფრენების ნაწილი ბელარუსიიდან რუსეთის ბრიანსკის ოლქის სეშეს აეროდრომზე გადაიყვანეს,– იუწყება "Схем".
6 აპრილს გადაღებული სატელიტური ფოტოების მიხედვით, სეშეში განთავსებულია სამხედრო ვერტმფრენები, გამანადგურებლები, AN-124 და IL-76 თვითმფრინავები.
საუბარია 19 გამანადგურებელზე, მინიმუმ 20 სამხედრო ვერტმფრენზე. ასევე AN-124 და IL-76 სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავები.



მანამდე ბელარუსი ჟურნალისტები იტყობინებოდნენ, რომ 3 აპრილიდან რუსული Mi-8, Mi-26 და Ka-52 ვერტმფრენების ნაწილი აფრინდა ბელარუსის ქალაქ მინსკის მახლობლად მდებარე მაჩულიშის აეროპორტიდან სეშჩას მიმართულებით.


