ავსტრალია რუს ოლიგარქებსა და ელიტის წარმომადგენლებს სანქციებს უწესებს
07/04/2022 08:07:51 მსოფლიო
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარის პეინი აცხადებს, რომ ავსტრალია უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო რუს ოლიგარქებსა და ელიტის წარმომადგენლებს, ჯამში 67 მოქალაქეს დამატებით სანქციებს უწესებს.
პეინმა ამის შესახებ ბრიუსელში ჩასვლის შემდეგ NATO-ში საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრამდე განაცხადა.
„დღეს მე ვაცხადებ დამატებით სანქციებს 67 რუსული ელიტებსა და ოლიგარქებზე, ასევე პუტინთან დაახლოებულ პირებზე, ვინც მის სასტიკ ქმედებებს ხელს უწყობს და მხარს უჭერს“, - განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


