Accentnews.ge
"შეტევით და თავდაცვით იარაღს შორის განსხვავებას არ აქვს რაიმე რეალური მნიშვნელობა თავდაცვით ომში"

"შეტევით და თავდაცვით იარაღს შორის განსხვავებას არ აქვს რაიმე რეალური მნიშვნელობა თავდაცვით ომში"

07/04/2022 07:16:24 მსოფლიო

ნატო–ს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, "შეტევით და თავდაცვით იარაღს შორის განსხვავებას არ აქვს რაიმე რეალური მნიშვნელობა თავდაცვით ომში".

"ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას აწვდიან სხვადასხვა ტიპის იარაღს, მათ შორის ისეთ სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ თვითმფრინავების ჩამოგდება და რა თქმა უნდა, რუსულ ჯავშანტექნიკაზე შეტევა. როგორც მინისტრმა კულებამ თქვა, უკრაინა თავდაცვით ომშია. ასე რომ, შეტევასა და თავდაცვით იარაღს შორის განსხვავებას არ აქვს რაიმე რეალური მნიშვნელობა თავდაცვით ომში. ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ გვჭირდება როგორც იარაღის მიწოდების კუთხით მხარდაჭერა, ასევე სანქციების გამკაცრება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ნატო–ს მოკავშირეები ახლა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების პროცესში არიან", – განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ მოკავშირეები იკრიბებიან, რათა განიხილონ უკრაინისთვის დახმარების გაძლიერების გზები.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატო–ს პასუხისმგებლობაა ომი უკრაინის ფარგლებს არ გასცდეს.

მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ თუ ნატო–ს მოკავშირეები კიევს ტანკებსა და თვითმფრინავებს მიაწვდიან, ნებისმიერი იარაღი, მათ შორის ტანკები და თვითმფრინავები გამოყენებული იქნება მხოლოდ თავდაცვისთვის.

"ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც აცხადებს, რომ შეტევით და თავდაცვით იარაღს შორის განსხვავება არსებობს, ფარისეველია", – დასძინა კულებამ.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინის ხელისუფლების, ნატო–სა და აშშ–ის განცხადებით, მოსკოვი ამჟამად დონბასის ასაღებად ემზადება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S