Accentnews.ge
უკრაინელი სამხედროების ჯგუფი აშშ–ში გადის წვრთნას Switchblade–ს გამოყენებაზე

უკრაინელი სამხედროების ჯგუფი აშშ–ში გადის წვრთნას Switchblade–ს გამოყენებაზე

07/04/2022 07:23:31 ევროპა, მსოფლიო

პენტაგონის სპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების ჯგუფი აშშ–ში გადის წვრთნას, თუ როგორ გამოიყენონ მოწინავე ტანკსაწინააღმდეგო Switchblade დრონები, რომელთაც „კამიკაძე–დრონებს“ უწოდებენ.

აღნიშნული ჯგუფი პროფესიონალურ სამხედრო განათლების პროგრამაში მონაწილეობდნენ.

„ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა, სანამ ისინი (უკრაინელი სამხედროები - რედ.) ჯერ კიდევ ქვეყანაში იმყოფებიან (აშშ-ში - რედ.) და ჩავატარეთ მათთან რამდენიმე დღიანი წვრთნები Switchblade-ის გამოყენებაზე“,– განაცხადა კიბრიმ.

მისივე თქმით, მალე უკრაინელები შინ დაბრუნდებიან და ცოდნასა და უნარებს კოლეგებს გაუზიარებენ.

ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, უკრაინაში დაბრუნებამდე, მათ შესაძლოა, სხვა სისტემებზე მეტი ტრენინგიც გაიარონ.

Switchblade დრონები უკრაინელი სამხედროებისთვის ახალია. თეთრმა სახლმა 16 მარტს განაცხადა, რომ უკრაინას 100 Switchblade თვითმფრინავს მიაწვდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S