Accentnews.ge
"ყველაზე მეტად მაწუხებს გერმანიაში გადაწყვეტილების მიღების ხანგრძლივობა"

"ყველაზე მეტად მაწუხებს გერმანიაში გადაწყვეტილების მიღების ხანგრძლივობა"

07/04/2022 06:59:43 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატო–ს მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე ისაუბდა და ამ კონტექსტში გერმანიაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ბერლინმა უკაინისთვის იარაღის გაგზავნით "რევოლუციური ნაბიჯი" გადადგა, თუმცა მას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია.

"ცხადია, რომ გერმანიას შეუძლია, მეტი გააკეთოს თავისი რეზერვებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით და ჩვენ ვმუშაობთ გერმანიის მთავრობასთან დამატებითი იარაღის მოწოდებაზე. ყველაზე მეტად მაწუხებს ბერლინში პროცედურების და გადაწყვეტილების მიღების ხანგრძლივობა, რადგან ვიდრე ბერლინი ფიქრობს, კიევს დრო არ რჩება", – განაცხადა კულებამ ნატო–ს მინისტერიალის დაწყებამდე.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინის ხელისუფლების, ნატო–სა და აშშ–ის განცხადებით, მოსკოვი ამჟამად დონბასის ასაღებად ემზადება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S