კულება – ნატო–ს წევრ ქვეყნებს: "გვერდზე გადადეთ ყოყმანი, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს იარაღი ემსახურება მშვიდობის მიზანს"
07/04/2022 06:47:09 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნატო–ს მოკავშირეებს მიმართავს, გვერდზე გადადონ ყოყმანი და უკრაინას გაუგზავნონ საჭირო იარაღი, მათ შორის ტანკები და თვითმფრინავები.
"რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო მალე ჩავა ეს იარაღი უკრაინაში, მით მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება. კიდევ უფრო მეტი ქალაქი და სოფელი აღარ განადგურდება და აღარ იქნება ახალი ბუჩა. ეს არის ჩემი გზავნილი მოკავშირეებისთვის. ეს ძალიან მარტივია. მოვუწოდებ ყველა მოკავშირეს, გვერდზე გადადონ ყოყმანი. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს იარაღი ემსახურება მშვიდობის მიზანს", – განაცხადა კულებამ ალიანსის მინისტერიალის დაწყებამდე.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინის ხელისუფლების, ნატო–სა და აშშ–ის განცხადებით, მოსკოვი ამჟამად დონბასის ასაღებად ემზადება.


