![„ავტოფარეხში 11 გვამი იპოვეს, მათზე რუს სნაიპერებს "წვრთნიდნენ" - ავაკოვი [ვიდეო]](https://www.accentnews.ge/storage/files/33b5d17-6909.jpg)
„ავტოფარეხში 11 გვამი იპოვეს, მათზე რუს სნაიპერებს "წვრთნიდნენ" - ავაკოვი [ვიდეო]
07/04/2022 06:24:22 ევროპა
უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრ არსენ ავაკოვის ცნობით, პოლიციამ ამჟამად ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ გოსტომელიში, ერთ-ერთ ავტოფარეხში 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
„გოსტომელში, ბუჩას მახლობლად, სვიატოპოკროვსკაიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხში პოლიციამ იპოვა 11 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე... ადგილობრივი მცხოვრებლები ყვებიან, რომ ორკი სნაიპერები ვარჯიშობდნენ და ხალხს ესროდნენ, შედეგ ცხედრები ავტოფარეხში გადაქონდათ“,– წერს ავაკოვი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.
მსგავსი შემზარავი კადრები დახვდათ უკრაინელ სამხედროებს ოკუპანტებისგან გაწმენდილ სხვა ტერიტორიებზე, მათ შორის ბუჩაში.
ოკუპანტებს ამჟამად დატოვებული აქვთ კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონები. ამჯამად რუსული ძალების თავმოყრა ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში ხდება.
როგორც გუშინ ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთს სურს, დონბასის მთლიანად აღება და უახლოეს მომავალში მძიმე ბრძოლები გაიმართება.