Accentnews.ge
"ნატო–ს მინისტერიალზე ჩვენს დღის წესრიგში სამი საკითხია – იარაღი, იარაღი და იარაღი"

"ნატო–ს მინისტერიალზე ჩვენს დღის წესრიგში სამი საკითხია – იარაღი, იარაღი და იარაღი"

07/04/2022 06:10:15 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნატოს მოკავშირეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, კიევს მიაწოდონ მეტი იარაღი, მათ შორის სამხედრო თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტები და ჯავშანტექნიკა.

"ნატო–ს მინისტერიალზე ჩვენს დღის წესრიგში სამი საკითხია – იარაღი, იარაღი და იარაღი. ნებისმიერი იარაღი, მათ შორის ტანკები და თვითმფრინავები გამოყენებული იქნება მხოლოდ თავდაცვისთვის", – განაცხადა კულებამ და დასძინა, რომ "ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც აცხადებს, რომ შეტევით და თავდაცვით იარაღს შორის განსხვავება არსებობს, ფარისეველია".

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინის ხელისუფლების, ნატო–სა და აშშ–ის განცხადებით, მოსკოვი ამჟამად დონბასის ასაღებად ემზადება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S