პენტაგონი: "კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონები რუსმა სამხედროებმა სრულად დატოვეს"
07/04/2022 05:46:21 მსოფლიო
პენტაგონის განცხადებით, რუსმა ჯარისკაცებმა მთლიანად დატოვეს კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონები.
აშშ–ისა და უკრაინაში აცხადებენ, რომ ამჯამად რუსული ძალების თავმოყრა ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში ხდება.
როგორც გუშინ ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთს სურს, დონბასის მთლიანად აღება და უახლოეს მომავალში მძიმე ბრძოლები გაიმართება.
რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს.


