მარიუპოლის მერი: "უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქალაქში 5000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 210 ბავშვი დაიღუპა"
06/04/2022 19:32:20 მსოფლიო
რუსული ძალების მიერ ალყაში მყოფი ქალაქ მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, "უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქალაქში 5000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 210 ბავშვი დაიღუპა".
მისი თქმით, რუსულმა ძალებმა დაბომბეს საავადმყოფოები, მათ შორის ერთ–ერთი სამედიცინო დაწესებულების დაბომბვისას 50 ადამიანი ცოცხლად დაიწვა.
როგორც ბოიჩენკომ აღნიშნა, რუსული დაბომბვის შედეგად ქალაქის ინფრასტრუქტურის 90%-ზე მეტი განადგურებულია.
ქალაქი საკვების, მედიკამენტებისა და წყლის დეფიციტია.
მისი თქმით, მტერი მარიუპოლის ასაღებად ბრძოლას აგრძელებს.


