Accentnews.ge
"არა გენოციდს" - უკრაინის სოლიდარობის აქცია საქართველოს ოთხ ქალაქში გაიმართა

"არა გენოციდს" - უკრაინის სოლიდარობის აქცია საქართველოს ოთხ ქალაქში გაიმართა

06/04/2022 16:49:57 საზოგადოება

"არა გენოციდს" - ამ სახელწოდებით საქართველოს ოთხ ქალაქში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ანაკლიაში მოქალაქეები ქუჩაში უკრაინის დროშებით გამოვიდნენ.

თბილისში მოქალაქეები უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ყვავილები და სანთლები მიიტანეს და პატივი მიაგეს ბუჩაში დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას. ბათუმში აქცია ევროპის მოედანზე გაიმართა, ქუთაისში – თეთრ ხიდზე , ხოლო ანაკლიაში – ენგურის ხიდზე. აქციის მონაწილეებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ბუჩაში ჩადენილი მკვლელობების ამსახველი ფოტოებითა და უკრაინის მხარდამჭერი პლაკატებით გააპროტესტეს. მათ დუმილითა და ანთებული სანთლებით პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S