აშშ–ის მიერ სანქცირებული ადამიანების სიაში პუტინის შვილებიც მოხვდენენ
06/04/2022 16:23:47 მსოფლიო
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. აშშ–ის მიერ სანქცირებული ადამიანების სიაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ორი ზრდასრული შვილიც მოხვდა.
შეერთებულმა შტატებმა ასევე „შავ სიაში“ შეიყვანა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ცოლი და შვილი, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრები, მათ შორის ექს–პრემიერი დიმიტრი მედვედევი და მოქმედი პრემიერ–მინისტრი მიხაილ მიშუსტინი.
„ეს პირები რუსი ხალხის ხარჯზე გამდიდრდნენ. ზოგიერთი მათგანი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერაზეა პასუხისმგებელი“, - აცხადებენ თეთრ სახლში.
გარდა ამისა, სანქციები უწესდება „სბერბანკს“, რომელიც რუსეთის საბანკო აქტივების მესამედს ფლობს, ასევე – „ალფაბანკს“.


