Accentnews.ge
რატომ უწესებს აშშ სანქციებს პუტინის შვილებს

რატომ უწესებს აშშ სანქციებს პუტინის შვილებს

06/04/2022 15:21:58 მსოფლიო

აშშ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ორ სრულწლოვან შვილს სანქციებს დაუწესებს, – იუწყება CNN ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

"ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პუტინს და მის ბევრ მეგობარი ოლიგარქს თავიანთი ქონებას ოჯახის წევრებზე აქვთ გაფორმებული და ამ ფორმით მალავენ სიმდიდრეს. მათი ოჯახის წევრების აქტივები მოთავსებულია, როგორც აშშ–ში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი კოორდინირებული ძალისხმევა მათი აქტივების გაყინვისა და მათი ფუფუნების საქონლის, მათ შორის მანქანების, იახტების, სახლების და ა.შ. ჩამორთმევის მიზნით. დარწმუნებულები ვართ, რომ პუტინის ბევრი ქონება ოჯახის წევრებთან არის "დამალული" და სწორედ ამიტომ არიან ისინი ჩვენი სამიზნე",– აცხადებს მაღალჩინოსანი გამოცემასთან.

რა ქონებას ფლობენ ამჟამად პუტინის ორი სრულწლოვანი შვილი, გამოცემასთან მამერიკელ მაღალჩინოსანს არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრის გამო მსოფლიოს სვხდასხვა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S