
7 მარტის ანტირუსულ აქციაზე დაკავებული აქტივისტები დააჯარიმეს
06/04/2022 15:18:19 საზოგადოება
სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ცნობით, სასამართლომ ჯარიმები შეუფარდა7 მარტს გამართული უკრაინის სოლიდარობის აქციის ექვს მონაწილეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოიტანა.
“სირცხვილიას” ინფორმაციით, ზუკა ბერძენიშვილი დააჯარიმეს 3 800 ლარით, გიორგი მჟავანაძე, გური გოლიაძე და ნოდარ რუხაძე – 2800-2800 ლარით, ალექსანდრე სამხარაძე – 2600 ლარით, გიგა მაქარაშვილი კი -1 000 ლარით.
აქტივისტების ადვოკატის, გიორგი მახარაძის ინფორმაციით, გიგა მაქარაშვილი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააჯარიმეს, დანარჩენები კი, წვრილმან ხულიგნობასთან ერთად, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.
ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას და მის გასაჩივრებას გეგმავენ.
“სირცხვილიამ” დაჯარიმებული აქტივისტებისთვის ფულის შეგროვება დაიწყო.
აქტივისტები 7 მარტს, კანცელარიასთან გამართული აქციის “არა რუსეთს!” დასრულებისას დააკავეს. აქცია პარლამენტის შენობასთან დაიწყო, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცველს, სადაც კანცელარიის მიმართულებით ტუალეტის ქაღალდები ისროლეს. აქციის დასრულებისას პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ფქვილი შეაყარეს.