Accentnews.ge
"ნატო ფაქტობრივად, საკმაოდ კარგად იყო მომზადებული, როდესაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა"

"ნატო ფაქტობრივად, საკმაოდ კარგად იყო მომზადებული, როდესაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა"

06/04/2022 14:12:38 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, "ალიანსი ფაქტობრივად, საკმაოდ კარგად იყო მომზადებული, როდესაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა".

"უკრაინაში რუსეთის შეჭრა გამოსაფხიზლებელი ზარი იყო. მაგრამ ეს მოხდა 2014 წელს. ასე რომ, ჩვენ რეალურად, 2014 წლიდან განვახორციელეთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი გაძლიერება. ნატო ფაქტობრივად საკმაოდ კარგად იყო მომზადებული, როდესაც რუსეთი მეორედ შეიჭრა უკრაინაში და შემოჭრის დღეს ჩვენ გავააქტიურეთ თავდაცვის გეგმები და ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ათასობით დამატებითი ჯარი განვათავსეთ", – განაცხადა სტოლტენბერგმა ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

მან კვლავ გაიმეორა, რომ ნატო-ს აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს, რომ კრიზისი უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს.

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას და აღნიშნა, რომ მოკავშირეები კვლავ განაგრძობენ ქვეყნის დახმარებას. თუმცა მან არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რა შეიარაღებას უგზავნიან მოკავშირეები კიევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S