Accentnews.ge
"ომი შეიძლება, წლების განმავლობაში გაგრძელდეს, თუმცა მიუხედავად იმისა, როდის დასრულდება, მას გრძელვადიანი გავლენა ექნება ჩვენს უსაფრთხოებაზე"

"ომი შეიძლება, წლების განმავლობაში გაგრძელდეს, თუმცა მიუხედავად იმისა, როდის დასრულდება, მას გრძელვადიანი გავლენა ექნება ჩვენს უსაფრთხოებაზე"

06/04/2022 14:04:37 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში ომი წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

მისივე თქმით, "მიუხედავად იმისა, როდის დასრულდება ომი, მას გრძელვადიანი გავლენა ექნება ევროპის უსაფრთხოებაზე".

როგორც მან აღნიშნა, რუსეთმა დამოუკიდებელ, სუვერენულ უკრაინაზე თავდასხმა უნდა შეწყვიტოს.

"პირველ რიგში, ომი უნდა დასრულდეს და ის პრეზიდენტმა პუტინმა ახლა უნდა დაასრულოს რუსული ძალების გაყვანით და უკრაინაზე თავდასხმის შეწყვეტით. [...] მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და გავაცნობიეროთ, რომ ეს შეიძლება, გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში, მრავალი თვის ან თუნდაც წლების განმავლობაში. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, თუ როდის დასრულდება ომი, ამას გრძელვადიანი გავლენა ექნება ჩვენს უსაფრთხოებაზე. იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ სისასტიკე. ჩვენ დავინახეთ პრეზიდენტ პუტინის მზადყოფნა, გამოიყენოს სამხედრო ძალა თავისი მიზნების მისაღწევად", – განაცხადა სტოლტენბერგმა ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S