Accentnews.ge
ორბანი ამბობს, რომ პუტინი თანახმაა, ბუდაპეშტში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოილაპარაკოს, თუმცა პირობები აქვს

ორბანი ამბობს, რომ პუტინი თანახმაა, ბუდაპეშტში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოილაპარაკოს, თუმცა პირობები აქვს

06/04/2022 13:43:50 მსოფლიო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, სავარაუდოდ, დადებითი პასუხი გასცა მის წინადადებას, ბუდაპეშტში შეხვედროდა უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაგრამ გარკვეული პირობებით,– იუწყება უკრაინული მედია.

როგორც ორბანი ამბობს, მან რუსეთის პრეზიდენტს შესთავაზა უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ასევე გერმანიის კანცლერს შეხვდეს ბუდაპეშტში არა სამშვიდობო შეთანხმების, არამედ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის.

მისივე თქმით, პუტინის პასუხი დადებითი იყო, თუმცა მას საკუთარი პირობები აქვს. თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ორბანის განცხადებას "მედია აჟიოტაჟი" უწოდეს.

„დღეს ბევრი აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. უფრო ხშირად საუბარია პოლიტიკურ სპეკულაციაზე და აჟიოტაჟის სურვილებზე, მით უმეტეს, თუ ვსაუბრობთ ძალიან კონკრეტული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პოლიტიკოსებზე.

მაგრამ რეალობა გარკვეულწილად განსხვავებულია. არის ოფიციალური არხები. არის მოლაპარაკების ჯგუფი, რომელიც მუდმივად კონტაქტშია ქვეჯგუფების დონეზე. და ბოლოს, არსებობს საკვანძო საერთაშორისო საკონსულტაციო ფორმატი - პოლიტიკური მრჩევლების დონეზე. ნებისმიერი რეალური შეთავაზება გადის მხოლოდ ამ არხებით. მეორე არის მედია აჟიოტაჟი“,– განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა თემის კომენტირებისას.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოპონენტებს შორის დაასახელა.

ზელენსკი თვლის, რომ ორბანს ახლა „ფლირტი“ აქვს რუსეთთან, მაგრამ მოუწევს არჩევანის გაკეთება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S