ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
06/04/2022 13:38:47 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 აპრილს ერთი ამერიკული დოლარი 3.0839 ლარი ეღირება, ევრო – 3.3633 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0305 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0857 ლარი ღირდა, ევრო – 3.3822 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.0500 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


