Accentnews.ge
„რუსი ენერგეტიკოსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გაცევას ცდილობენ, ხოლო ჩერნობილიდან ოკუპანტებმა ყველაფერი გაზიდეს“

„რუსი ენერგეტიკოსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გაცევას ცდილობენ, ხოლო ჩერნობილიდან ოკუპანტებმა ყველაფერი გაზიდეს“

06/04/2022 13:26:35 ევროპა

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსი სპეციალისტები „როსატომის“ თანამშრომლები მიიყვანეს. ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია.

ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშჩენკო ამბობს, რომ ამჟამად სადგურზე „როსტომის“ წარმომადგენლების გარდა უკრაინული პერსონალიც იმყოფება და რომ სწორედ „ენერგოტომის“ პერსონალი მართავს ობიექტს.

თავად სადგური „მუშაობს, აწარმოებს ელექტროენერგიას, თუმცა შეზღუდულია, რადგან ზოგიერთი ხაზი განადგურებულია“.

ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება შესაძლებელია მხოლოდ ორი ხაზით.

ამასთან, გალუშჩენკოს თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ რუს ენერგეტიკოსს სურს სახლში დაბრუნება:

„მიზეზები უცნობია, მაგრამ არის გარკვეული ინფორმაცია, რომ ისინი სადგურის დატოვებას ცდილობენ“.

რაც შეეხება სამხედრო ძალას, მინისტრი ამბობს, რომ ამ დროისთვის სადგურზე 500–მდე ოკუპანტი იმყოფება და მობილიზებულია 50–მდე მძიმე ტექნიკა.

რაც შეეხება ჩერნობილს, მინისტრის ცნობით, ოკუპანტებმა ის დატოვეს და თან გაიყოლეს ყველაფერი – ჩანგლიდან დაწყებული, კომპიუტერით დამთავრებული:

„უახლოეს დღეებში შევალთ და ვნახავთ, რა დარჩა“,– დასძინა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S