იტალიაში რუსი პროპაგანდისტის აგარაკს ცეცხლი წაუკიდეს
06/04/2022 12:52:55 მსოფლიო
უცნობმა პირებმა იტალიაში, კომოს ტბაზე რუს პროპაგანდისტის ვლადიმირ სოლოვიოვის კუთვნილი ერთ-ერთი ვილის დაწვა სცადეს.
ხანძარი გამთენიისას გაჩნდა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ მაშინვე ჩააქრო.
დაუდგენელმა პირებმა ცეცხლის გასაჩენად საბურავები გამოიყენეს.
წინასწარი გამოძიების ინფორმაციით, მომხდარი განზრახ ქმედება იყო.
მას განიხილავენ, როგორც აქციას. გარდა ამისა რუსი პროპაგანდისტისა და ომის საწინააღმდეგო აქციები ნახეს სოლოვიოვის მეორე ვილის კედლებზე.
ორივე ქონება დაყადაღებულია სანქციების ფარგლებში.


