Accentnews.ge
ევროკავშირი მარაგებს ამზადებს ქიმიური და ბირთვული ინციდენტების წინააღმდეგ

ევროკავშირი მარაგებს ამზადებს ქიმიური და ბირთვული ინციდენტების წინააღმდეგ

06/04/2022 12:40:03 ევროპა

ევროკავშირმა უკრაინაში ომის დროს ქიმიური, ბირთვული და ბიოლოგიური ინციდენტების წინააღმდეგ თავდაცვის გაძლიერების მიზნით, მარაგების შეგროვების ოპერაცია დაიწყო,– იუწყება Reuters ევროკომისიაზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირი გაზრდის დამცავი აღჭურვილობის, მედიკამენტებისა და ვაქცინების მარაგს, რომლებიც შეიძლება, სასარგებლო იყოს ქიმიური, ბირთვული ან ბიოლოგიური ინციდენტების შემთხვევაში.

„ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა ევროპა უფრო მომზადებული გავხადოთ პოტენციური საფრთხეებისთვის“, - განაცხადა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა.

ევროკავშირი ქმნის ორ ცალკეულ რეზერვს: ერთი დამცავი ხელსაწყოებისთვის, მედიკამენტებისთვის და ვაქცინებისთვის ე.წ. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ; და მეორე – დეკონტამინაციის მასალებისთვის, რომლებიც გამოყენებული იქნება ადამიანების, ინფრასტრუქტურის, შენობების ან მანქანების დეკონტამინაციისთვის.

ევროკავშირმა უკვე დაიწყო რეზერვების გამოყენება უკრაინელების დასახმარებლად, რომლებიც დაზარალდნენ ატომურ სადგურებზე ბრძოლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.საფრანგეთისა და ესპანეთის დახმარებით ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით უკრაინაში იოდის 3 მილიონი ტაბლეტი შეიტანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S